თუ კემპინგისთვის ემზადები და საჭირო ატრიბუტებს აგროვებ, აუცილებელი ნივთების ჩამონათვალში უთუოდ გეწერება სალაშქრო დანა. საკვების დაჭრა მოგინდება, გზის გათავისუფლება, ტოტების მოჭრა თუ ცეცხლის დანთება, ბასრი იარაღი ნებისმიერ შემთხვევაში გამოგადგება. დაათვალიერე ლესეს სალაშქრო დანების კოლექცია და იპოვე შენზე მორგებული, მოსახერხებელი იარაღი. არჩევაში ჩვენი რეკომენდაციები დაგეხმარება. დღევანდელ ბლოგში ტოპ 5 სალაშქრო დანას გაგაცნობთ. ამ სიაში მხოლოდ ის იარაღები მოხვდა, რომლებიც ბუნებაში გასვლისთვის ყველაზე პრაქტიკული და კომფორტულია.
Swiza-ს მრავალფუნქციური დანა
შვეიცარიული ბრენდი – Swiza დანების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მწარმოებელია. Swiza-ს მრავალფუნქციურ დანებს ხშირად იყენებენ მოლაშქრეები. ამის არაერთი მიზეზი არსებობს. ეს კომპაქტური იარაღი მსუბუქი და ჯიბით მარტივად სატარებელია. მისი დამაგრება სალაშქრო ჩანთაზეც არის შესაძლებელი. Swiza-ს დანა მრავალფუნქციურია, რაც მას კემპინგისთვის იდეალურ ალტერნატივად აქცევს. ის სხვადასხვა ნაწილისგან შედგება. აქვს რამდენიმე – დიდი და პატარა პირი, ბოთლისა და კონსერვის ქილის სახსნელები და მინიატურული სახერხი. Swiza-ს დანა სხვადასხვა აქტივობაში გამოგადგება. მისი წყალობით ნებისმიერი დაბრკოლებისთვის იქნები მზად. გაითვალისწინე, რომ დანა დამზადებულია მაღალი ხარისხის მასალისგან და არ ცვდება მარტივად. ყველა ეს დეტალი Swiza-ს დანას უკონკურენტო სალაშქრო ატრიბუტად აქცევს.
Buck 110-ის ტიპის დანა
ლაშქრობისთვის განკუთვნილ იარაღებს შორის ერთ-ერთი გამორჩეული მოდელია – Buck 110-ის ტიპის დანა, რომელსაც ლესეს სანადირო დანების კატეგორიაში შეხვდები. მცირე ზომისა და სიმსუბუქის გათვალისწინებით, Buck დანები კემპინგისთვის საუკეთესო არჩევანია. მათ დასაკეცი მექანიზმი აქვთ, ამიტომ დიდ ადგილს არ წაგართმევს. დასაკეცი დანები არაერთ უპირატესობას გვთავაზობს. ვრცლად მათ მახასიათებლებსა და შერჩევის კრიტერიუმებზე ჩვენი ბლოგიდან – როგორ შევარჩიოთ დასაკეცი დანა – გაიგებ.
Spyderco-ს დანები
მოლაშქრეებისთვის საინტერესო მოდელებს გვთავაზობს Spyderco-ს დანების კოლექცია. ამ ბრენდის ხელსაწყოებს განსაკუთრებული დიზაინი გამოარჩევთ. Spyderco-ს დანები ფერადი და ზომით კომპაქტურია. მათ შორის აუცილებლად იპოვი შენი საყვარელი ფერის იარაღს, რომელიც მთელი ექსკურსიის განმავლობაში საიმედო კომპანიონობას გაგიწევს. გაითვალისწინე, რომ ამ მოდელის დანები შედარებით პატარაა. ეს დეტალი ბევრისთვის უპირატესობას წარმოადგენს, თუმცა ზოგისთვის, შესაძლოა, უფრო დიდი იარაღები იყოს მოსახერხებელი. სანამ დანას შეიძენდე, დაფიქრდი, რამდენად კომფორტული იქნება შენთვის.
Cold Steel PENDLETON
თუ ლაშქრობასთან ერთად ნადირობაც გიზიდავს, Cold Steel-ის სანადირო დანამ – PENDLETON-ის მოდელმა შეიძლება დაგაინტერესოს. ეს იარაღი მსუბუქი და კომფორტულია. უსაფრთხოების ზომების მაქსიმალურად დაცვის მიზნით, დანას მოჰყვება თავისი ქარქაშიც. Cold steel-ი ინდუსტრიაში ერთ-ერთი წამყვანი ბრენდია. მან შესთავაზა მომხმარებელს ისეთი საკეტი მექანიზმები, როგორიცაა Tri-ad lock და Scorpion lock. Cold steel-მა პოპულარიზაცია გაუწია ფოლადის San-mai ტექნოლოგიას და ყველასათვის ნაცნობ დანის პირის ფორმას – ამერიკულ ტანტოს. ბრენდის რეპუტაცია სანდოობის გარანტიას გაძლევს.
KA-BAR
დასაკეცი დანების გარდა, ლაშქრობისას ფიქსირებული დანაც შეიძლება გამოგადგეს. ამ მხრივ ერთ-ერთი გამორჩეული მოდელია KA-BAR-ის ტიპის დანა. მოგრძო პირი და მოსახერხებელი ტარი ამ იარაღს კემპინგისთვის შესანიშნავ ალტერნატივად აქცევს. ყოველდღიურ საქმიანობაში ის მეტად მოსახერხებელია, თუმცა გაუთვალისწინებელ შემთხვევებში, საგანგებო სიტუაციაში, ალბათ ნაკლებად დაგეხმარება.
შეჯამება
თუ ლაშქრობის მოყვარული ხარ, გეცოდინება, რომ მსგავს სიტუაციაში აუცილებლად დაგჭირდება დანა. ლესე სალაშქრო დანების მრავალფეროვან კოლექციას გთავაზობს. ისინი ერთმანეთისგან დიზაინითა და ფუნქციებით განსხვავდება. თუ კემპინგზე პირველად მიდიხარ და ყველა გამოწვევას მომზადებული გინდა რომ შეხვდე, დაათვალიერე ჩვენ მიერ შემოთავაზებული პოპულარული მოდელები. მათგან აუცილებლად აარჩევ შენზე მორგებულ იარაღს.