ზოგადი დებულებები

ვინაიდან, შპს ლესე (ს/ნ 405630152) (იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, საბურთალოს რაიონი, ბახტრიონის ქუჩა N30) (შემდგომში – „კომპანია“) საშუალებას აძლევს ნივთის მყიდველს (შემდგომში – „მომხმარებელი“) რომ ისარგებლოს კომპანიის კუთვნილი ვებ-გვერდით (შემდგომში – „lese.ge“) და მისი მომსახურებით, რომ მარტივად მოძებნოს და შეიძინოს მისთვის სასურველი ნივთი,

ზემოთ ხსენებული მიზნებისათვის:

წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს კომპანიასა და მომხმარებელს შორის დადებულ სავალდებულო იურიდიული ძალის მქონე ხელშეკრულებას; lese.ge-ით სარგებლობისათვის მომხმარებელი ვალდებულია დაეთანხმოს წინამდებარე წესებსა და პირობებს;

წინამდებარე წესებისა და პირობების დანართებს წარმოადგენს და მისი განუყოფელი ნაწილია „პერსონალურ მონაცემთა დამუშავების, შენახვისა და კონფიდენციალურობის პოლიტიკა“ და „ნივთის შეძენის, მიწოდებისა და დაბრუნების პოლიტიკა“. შესაბამისად წინამდებარე წესებსა და პირობებზე დათანხმება ავტომატურად გულისხმობს ზემოთ ხსენებულ დანართებზე დათანხმებას;

მომხმარებელსა და კომპანიას შორის წარმოშობილი ნებისმიერი სამართლებრივი ურთიერთობა რეგულირდება წინამდებარე წესებით და პირობებითა და მისი დანართებით თუ კომპანიასა და რომელიმე კონკრეტულ მომხმარებელს შორის გაფორმებული ინდივიდუალური ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი;

კომპანია მოგიწოდებთ, რომ ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე წესებსა და პირობებსა და მის დანართებს.

წინამდებარე წესებსა და პირობებზე დათანხმებით (რეგისტრაციის გავლისას ან/და ნივთის შეძენამდე სავალდებულო პირობის – „ვეთანხმები წესებსა და პირობებს“ მონიშვნა) მომხმარებელი ადასტურებს, რომ ყურადღებით გაეცნო წესებსა და პირობებს და თანახმაა ისარგებლოს lese.ge-ით წინამდებარე წესებისა და პირობების შესაბამისად.

წინამდებარე წესებსა და პირობებზე დათანხმებით (რეგისტრაციის გავლისას ან/და ნივთის შეძენამდე სავალდებულო პირობის – „ვეთანხმები წესებსა და პირობებს“ მონიშვნა) მომხმარებელი ადასტურებს, რომ თანახმაა კომპანიამ დაამუშავოს მისი პერსონალური მონაცემები კომპანიის მიერ დადგენილი „პერსონალურ მონაცემთა დამუშავების, შენახვისა და კონფიდენციალურობის პოლიტიკა“-ის შესაბამისად.

წინამდებარე წესებსა და პირობებზე დათანხმებით (რეგისტრაციის გავლისას ან/და ნივთის შეძენამდე სავალდებულო პირობის – „ვეთანხმები წესებსა და პირობებს“ მონიშვნა) მომხმარებელი ადასტურებს, რომ თანახმაა, რომ ისარგებლოს ნივთის შეძენის, მიწოდებისა და დაბრუნების უფლებით კომპანიის მიერ დადგენილი „ნივთის შეძენის, მიწოდებისა და დაბრუნების პოლიტიკა“-ის შესაბამისად.

წინამდებარე წესებსა და პირობებზე დათანხმებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ კომპანიას ნებისმიერ დროს აქვს უფლება ცალმხრივად შეცვალოს წინამდებარე წესებისა და პირობების რომელიმე მუხლი ან/და პუნქტი, დაამატოს ან შეამციროს წინამდებარე წესებისა და პირობების რომელიმე მუხლი ან/და პუნქტი და განხორციელებული ცვლილებების შესახებ შეატყობინოს მომხმარებელს lese.ge-ზე განთავსებული საჯარო განცხადებით.

ტერმინთა განმარტება

ტერმინებსა და განმარტებებს, რომლებიც გამოყენებულია წინამდებარე წესებსა და პირობებში და მის დანართებში, წინამდებარე წესების და პირობებისა და ასევე მისი დანართების მიზნებისათვის აქვთ ქვემოთ განსაზღვრული მნიშვნელობა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც რომელიმე კონკრეტული ტერმინის ან განმარტების შინაარსიდან აშკარად სხვა რამ გამომდინარეობს:

ა) კომპანია – შპს ლესე (ს/ნ 405630152) (იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, საბურთალოს რაიონი, ბახტრიონის ქუჩა N30)

ბ) კომპანიის კუთვნილი ვებ-გვერდი – lese.ge

გ) მომხმარებელი – lese.ge-ზე რეგისტრირებული ან/და lese.ge-ზე ერთჯერადი ყიდვის შემთხვევაში ისეთი ფიზიკური ან/და იურიდიული პირი ან/და პირთა გაერთიანება, რომელთაც აქვთ სურვილი, რომ lese.ge-ზე განცხადებით განთავსებული ნივთი შეიძინონ და ნივთის შეძენამდე დაეთანხმენ წინამდებარე წესებსა და პირობებს;

დ) მხარე/მხარეები – კომპანია ან/და მომხმარებელი;

ე) ხელშეკრულება – წინამდებარე წესები და პირობები, მისი დანართები („პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისა და დაცვის პოლიტიკა“ და „ნივთის შეძენის, მიწოდებისა და დაბრუნების პოლიტიკა“), ასევე სხვა ნებისმიერი ინდივიდუალური ხელშეკრულება კომპანიასა და კონკრეტულ მომხმარებელს შორის;

ვ) ნივთი – კომპანიის საკუთრებაში ან კანონიერ მფლობელობაში არსებული ნივთი/პროდუქტი ან სხვა ნამუშევარი/შესრულება, რომელიც lese.ge-ზე განთავსებულია მომხმარებლებზე რეალიზაციის მიზნით;

ზ) პირადი ანგარიში – მომხმარებლის მიერ lese.ge-ზე რეგისტრირებულ ანგარიშს;

თ) ავტორიზაცია – მომხმარებლის მიერ პირად ანგარიშზე წინამდებარე წესებით და პირობებით განსაზღვრულ წვდომას;

ი) საკონტაქტო ინფორმაცია – მომხმარებლის ტელეფონის ნომერი ან/და მობილური ტელეფონის ნომერი ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართი;

კ) ოპერაცია – მომხმარებლის მიერ მისი პირადი ანგარიშის გამოყენებით განხორციელებული ნებისმიერი ქმედება (განცხადების მოძიება, ნივთის შეძენა, შეტყობინების/პრეტენზიის დაფიქსირება და სხვა);

ლ) უნივერსალური იდენტიფიკატორები – მომხმარებლის მიერ კომპანიისთვის მიწოდებული მონაცემების ერთობლიობა (სახელი, გვარი, სახელწოდება, ტელეფონის ნომერი, იურიდიული/ფაქტობრივი მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო ნომერი);

მ) მესამე პირი – ნებისმიერი პირი გარდა კომპანიისა და მომხმარებლისა

ნ) ელექტრონული ხელმოწერა – lese.ge-ის მეშვეობით თანხმობის ღილაკზე დაჭერა (რეგისტრაციის გავლისას ან/და ნივთის შეძენამდე სავალდებულო პირობის – „ვეთანხმები წესებსა და პირობებს“ მონიშვნა) ან/და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით განხორციელებული ხელმოწერა ან/და ხელმოწერილი დოკუმენტის დასკანერებული ფორმით მხარეთა შორის ურთიერთგაცვლა ელექტრონული ფოსტის ან სხვა ელექტრონული საშუალების მეშვეობით;

მუხლი 1.

წესები და პირობები, როგორც მხარეთა შორის დადებული სავალდებულო იურიდიული ძალის მქონე ხელშეკრულება

1.1. წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს კომპანიასა და მომხმარებელს შორის გაფორმებულ სავალდებულო იურიდიული ძალის მქონე ხელშეკრულებას;

1.2. წინამდებარე ხელშეკრულბის დადებაზე მხარეთა ნება გამოვლენილია ხელშეკრულებაზე ელექტრონული ხელმოწერის გზით;

1.2.1. არავის არ აქვს უფლება ეჭვქვეშ დააყენოს ნების გამოვლენის საკითხი და ივარაუდება, რომ ნების გამოვლენა ნამდვილია მანამ, სანამ ნების გამოვლენის ნამდვილობის ეჭვქვეშ დამყენებელი უფლებამოსილი პირი არ დაამტკიცებს სათანადო და უტყუარი მტკიცებულებებით, რომ ნების გამოვლენა არ არის ნამდვილი.

1.3. წინამდებარე წესებისა და პირობების დანართებს წარმოადგენს და მისი განუყოფელი ნაწილია „პერსონალურ მონაცემთა დამუშავების, შენახვისა და კონფიდენციალურობის პოლიტიკა“ და „ნივთის შეძენის, მიწოდებისა და დაბრუნების პოლიტიკა“;

1.4. წინამდებარე წესებსა და პირობებზე დათანხმებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ ყურადღებით გაეცნო წესებსა და პირობებს და თანახმაა ისარგებლოს lese.ge-ით წინამდებარე წესებისა და პირობების შესაბამისად;

1.5. მხარეებს შორის წარმოშობილი ნებისმიერი სამართლებრივი ურთიერთობა რეგულირდება წინამდებარე წესებით და პირობებითა და მისი დანართებით თუ კომპანიასა და რომელიმე კონკრეტულ მომხმარებელს შორის გაფორმებული ინდივიდუალური ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი;

მუხლი 2.

განცხადებები და გარანტიები

წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით მომხმარებელი აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ:

2.1. არის სრულწლოვანი, ანუ 18 წელს მიღწეული და სრული ქმედუნარიანი ფიზიკური პირი, ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი იურიდიული პირი ან/და პირთა გაერთიანება;

2.2. წინამდებარე წესებსა და პირობებზე დათანხმების მომენტში არ იმყოფება ნარკოტიკული, ალკოჰოლური, ფსიქოტროპული ან ტოქსიკური პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ. არ იმყოფება შეცდომის, თაღლითობის, ზეწოლის, მუქარისა ან ნებისმიერი მართლსაწინააღმდეგო ზემოქმედების ქვეშ და არ წარმოადგენს ძალადობის, მუქარის, მოტყუების, შეცდომაში შეყვანისა თუ სხვა აკრძალული მოქმედების ობიექტს კომპანიის ან ნებისმიერი მესამე პირის მხრიდან. სრულად აცნობიერებს საკუთარი ნების გამოვლენის შინაარსს, პირობების დებულებათა არსს და მისგან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებს;

2.3. გააჩნია სურვილი და სრული უფლება რომ ხელი მოაწეროს ელექტრონულად და შეასრულოს ამ წესებითა და პირობებით გათვალისწინებული ვალდებულებები;

2.4. ყურადღებით გაეცნო წინამდებარე წესებსა და პირობებს და მისთვის სრულიად მისაღებია აღნიშნული წესები და პირობები;

2.5. მის მიერ წარმოდგენილი ნებისმიერი ინფორმაცია არის ზუსტი;

2.6. არ არის ჩაბმული ან არ მონაწილეობს არცერთი იურისდიქციის კანონმდებლობით (რაც მოიცავს საქართველოს კანონმდებლობას და იმ ქვეყნის კანონმდებლობას, რომლის მოქალაქეც არის თავად) გათვალისწინებულ რაიმე სახის უკანონო საქმიანობაში (მათ შორის, ფულის გათეთრებაში, იარაღით ვაჭრობაში, ტერორიზმსა ან სხვა სახის უკანონო საქმიანობაში);

2.7. პირადი ანგარიშის (პროფილის) გახსნისას და ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდისათვის მისი საქმიანობა ან/და ქმედება შესაბამისობაში არის/იქნება ადგილობრივ ან/და საერთაშორისო კანონმდებლობასთან;

2.8. მისი ქმედება არ არის/იქნება მიმართული კომპანიის ან/და ნებისმიერი მესამე პირის მოტყუებისაკენ. აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით ხელშეკრულების დასადებად ან მის საფუძველზე და შესასრულებლად, მის მიერ კომპანიისთვის წარდგენილი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან/და ინფორმაცია მისი წარმოდგენის მომენტისათვის ასევე არის/იქნება უტყუარი, ზუსტი და სრული;

2.9. იგი კეთილსინდისიერად, სრულად და ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას შეასრულებს წინამდებარე წესებით და პირობებით ნაკისრ ვალდებულებებს;

2.10. თანახმაა, პირადი ანგარიშის გახსნის შემდგომ, ხელშეკრულების შეწყვეტამდე, კომპანიამ, მის მიერ გაცემული თანხმობის ფარგლებში მოიძიოს/გადაამოწმოს და დაამუშავოს მომხმარებლის მიერ მითითებული ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი, მათ შორის პერსონალური ინფორმაცია ან/და უნივერსალური იდენტიფიკატორები;

2.11. დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს კომპანიას ყველა იმ გარემოებ(ებ)ის შესახებ, რომელიც შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს მის აღნიშნულ განცხადებებთან ან/და გამოიწვიოს აღნიშნული გარანტიების დარღვევა;

2.12. თანახმაა, რომ მისი პერსონალური ინფორმაცია, რომელიც მუშავდება და დაცულია კომპანიის მიერ დადგენილი „პერსონალურ მონაცემთა დამუშავების, შენახვისა და კონფიდენციალურობის პოლიტიკა“-ის შესაბამისად კომპანიამ გადასცეს მის მიერ დაზარალებულ მხარეს/მესამე პირს ან/და საქართველოს (ან/და იმ ქვეყნის, რომლის მოქალაქეც არის მომხმარებელი) სახელმწიფო ორგანოებს მოთხოვნის შემთხვევაში;

2.13. თანახმაა, რომ აანაზღაუროს ნებისმიერი დამდგარი ზიანი, რომელიც გამოწვეული იქნება მის მიერ წინამდებარე წესებისა და პირობების რომელიმე პუნქტის დარღვევის შედეგად კომპანიის, სხვა მომხმარებლის თუ მესამე პირის მიმართ;

2.14. გეცნო და ეთანხმება კომპანიის პასუხისმგებლობის შეზღუდვის პირობებს და არ აქვს პრეტენზია აღნიშნულ პირობებთან დაკავშირებით;

მუხლი 3.

Lese.ge-ით სარგებლობა, სარგებლობის შეზღუდვა და ანგარიშის გაუქმება

3.1. lese.ge-ით სარგებლობისათვის მომხმარებელმა უნდა გაიაროს lese.ge-ზე რეგისტრაცია და შექმნას პირადი ანგარიში ან/და ისარგებლოს lese.ge-ზე ნივთის ერთჯერადი შეძენის წესით, რა შემთხვევაშიც ნივთის შეძენამდე სავალდებულოა, რომ მომხმარებელი დაეთანხმოს წინამდებარე წესებსა და პირობებს;

3.1.1. მომხმარებლის მიერ ნივთის შეძენისთვის არ არის სავალდებულო lese.ge-ზე რეგისტრაცია. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გაიაროს რეგისტრაცია lese.ge-ზე და დაეთანხმოს წესებსა და პირობებს ან/და ნივთის შეძენისას რეგისტრაციის გარეშე ყოველ ჯერზე დაეთანხმოს შეძენამდე წესებსა და პირობებს და შეიძინოს ნივთი;

3.2. lese.ge-ზე რეგისტრაციისა და პირადი ანგარიშის შექმნისათვის სავალდებულოა, რომ მომხმარებელმა რეგისტრაციისას სავალდებულო ველებში მიუთითოს უნივერსალური იდენტიფიკატორები (სახელი, გვარი, სახელწოდება, ტელეფონის ნომერი, იურიდიული/ფაქტობრივი მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო ნომერი);

3.3. რეგისტრაციისას მომხმარებლის მიერ უნივერსალური იდენტიფიკატორების მითითების შემდეგ მომხმარებელი ვალდებულია, რომ ყურადღებით გაეცნოს და დაეთანხმოს წინამდებარე წესებსა და პირობებს;

3.4. წინამდებარე წესებისა და პირობების დათანხმების შემდეგ, უნივერსალური იდენტიფიკატორების მითითების შემდეგ მომხმარებელი ითვლება რეგისტრირებულად და შეუძლია განახორციელოს ავტორიზაცია და ისარგებლოს პირადი ანგარიშით წინამდებარე წესებისა და პირობების შესაბამისად;

3.5. პირადი ანგარიშით სარგებლობა გულისხმობს განცხადებების მოძიებას, ნივთის შეძენას თუ სხვა ქმედებებს lese.ge-ზე;

3.6. მომხმარებელი უფლებამოსილია მოითხოვოს მისი პირადი ანგარიშის დახურვა/ხელშეკრულების შეწყვეტა წინამდებარე წესებისა და პირობების შესაბამისად;

მუხლი 4.

ნივთის შეძენისა და დაბრუნების პოლიტიკა

მომხმარებელს უფლება აქვს შეიძინოს, მიიღოს და ასევე მოახდინოს შეძენილი ნივთის დაბრუნება წინამდებარე წესებისა და პირობების განუყოფელი ნაწილის, დანართი N2-ით დადგენილი წესებისა და პირობების შესაბამისად (დანართი N2 – „ნივთის შეძენის, მიწოდებისა და დაბრუნების პოლიტიკა“);

მუხლი 5.

პერსონალური მონაცემების დამუშავება, შენახვა და კონფიდენციალურობა

წინამდებარე წესებითა და პირობებით რეგულირებადი კომპანიასა და მომხმარებელს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს კომპანია ამუშავებს, ინახავს და იცავს კონფიდენციალურობას“ მის მიერ დადგენილი წინამდებარე წესებისა და პირობების განუყოფელი ნაწილის, დანართი N1-ით დადგენილი წესებისა და პირობების შესაბამისად (დანართი N1- „პერსონალურ მონაცემთა დამუშავების, შენახვისა და კონფიდენციალურობის პოლიტიკა“);

მუხლი 6.

ხელშეკრულების მოქმედების ვადა და შეწყვეტის წესი

7.1. წინამდებარე ხელშეკრულება მოქმედებს მომხმარებლის მიერ lese.ge-ზე რეგისტრაციის წარმატებით დასრულების დღიდან მომხმარებლის პირადი ანგარიშის გაუქმებამდე ან/და მომხმარებლის მიერ რეგისტრაციის გარეშე ერთჯერადი შესყიდვის შემთხვევაში ნივთის ყიდვის მომენტიდან მხარეთა ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებამდე.

7.2. რეგისტრირებულ მომხმარებელს ნებისმიერ დროს აქვს სრული უფლებამოსილება შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება;

7.3. წინამდებარე ხელშეკრულების 7.2. პუნქტით განსაზღვრული უფლების სარგებლობისათვის მომხმარებელი ვალდებულია წერილობით წარადგინოს მოთხოვნა კომპანიის წინაშე წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილი მხარეთა კომუნიკაციის წესის მიხედვით, ხოლო თავის მხრივ კომპანია ვალდებულია მომხმარებლის მხრიდან ასეთი მოთხოვნის წარდგენის შემთხვევაში გააუქმოს მომხმარებლის ანგარიში მოთხოვნის მიღებიდან არაუმეტეს 07 (შვიდი) კალენდარული დღისა;

მუხლი 7.

მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავის გადაწყვეტის წესი

8.1. წინამდებარე წესებითა და პირობებით რეგულირებადი კომპანიასა და მომხმარებელს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობას, თუ რომელიმე საკითხი არ არის დარეგულირებული წინამდებარე წესებითა და პირობებით ან/და მისი დანართებით, რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით;

8.2. მხარეთა შორის დავის წარმოშობის შემთხვევაში დავა გადაწყდება ურთიერთშეთანხმებით;

8.3. თუკი ურთიერთშეთანხმება მხარეებს შორის შეუძლებელია, საქმეს განიხილავს ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლო, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

მუხლი 8.

მხარეთა კომუნიკაცია

9.1. მხარეთა კომუნიკაცია ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით შესაძლებელია შედგეს, როგორც წერილობით, ასევე ზეპირი ფორმით;

9.2. კომუნიკაციისაგან განსხვავებით მხარეთა შორის ნებისმიერი პრეტენზიის, საჩივრის დაფიქსირება ან/და ნებისმიერი შეთანხმების გაფორმება უნდა მოხდეს წერილობითი ფორმით კომპანიის მიერ წინამდებარე წესებსა და პირობებში მითითებულ ელ.ფოსტაზე შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და იურიდიულ მისამართზე განცხადების გაგზავნის გზით;

9.3. კომპანიასთან საკომუნიკაციო საშუალებებია:

9.3.1. ელ.ფოსტა: [email protected]

9.3.2. იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, საბურთალოს რაიონი, ბახტრიონის ქუჩა N30

9.3.3. ტელეფონის ნომერი: 544 44 14 39

მუხლი 9.

გარდამავალი დებულებები

10.1. მხარეები თანხმდებიან, რომ მათ შორის ნებისმიერი კომუნიკაცია შედგება წინამდებარე წესებისა და პირობების მე-9 მუხლით დადგენილი წესით;

10.2. მხარეები ადასტურებენ, რომ წესებისა და პირობების შინაარსი ზუსტად გამოხატავს მხარეთა ნებას და რომ მათ მიერ ნების გამოვლენა მოხდა წესებისა და პირობების შინაარსის გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ სიტყვა-სიტყვითი მნიშვნელობიდან;

10.3. წესებისა და პირობების რომელიმე მუხლ(ებ)ის, პუნქტ(ებ)ის ან/და ქვეპუნქტ(ებ)ის ბათილობა არ გამოიწვევს მთლიანად წესებისა და პირობების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ის ან/და მათი სხვა მუხლ(ებ)ის, პუნქტ(ებ)ის ან/და ქვეპუნქტ(ებ)ის ბათილობას. ბათილი დებულების ნაცვლად, გამოიყენება იმგვარი დებულება, რომლითაც უფრო ადვილად მიიღწევა წესებისა და პირობების (მათ შორის ბათილი დებულებით) გათვალისწინებული მიზანი;

10.4. წესებისა და პირობების მუხლ(ებ)ი, პუნქტ(ებ)ი ან/და ქვეპუნქტ(ებ)ი დანომრილია და დასათაურებულია მხოლოდ მოხერხებულობისათვის და ამ ფაქტს წესებისა და პირობების ინტერპრეტაციისათვის მნიშვნელობა არ ენიჭება;

10.5. იმ შემთხვევებში, რომლებიც არ არის გათვალისწინებული წინამდებარე ხელშეკრულებით, მხარეები იხელმძღვანელებენ კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმებით ან/და დამატებით შეთახმებული პირობებით;

10.6. წინამდებარე წესებსა და პირობებზე დათანხმებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ კომპანიას ნებისმიერ დროს აქვს უფლება ცალმხრივად შეცვალოს წინამდებარე წესებისა და პირობების რომელიმე მუხლი ან/და პუნქტი, დაამატოს ან შეამციროს წინამდებარე წესებისა და პირობების რომელიმე მუხლი ან/და პუნქტი და განხორციელებული ცვლილებების შესახებ შეატყობინოს მომხმარებელს lese.ge-ზე განთავსებული საჯარო განცხადებით;

უსაფრთხოებისპოლიტიკა

დანართი N1

პერსონალურ მონაცემთა დამუშავების, შენახვისა და კონფიდენციალურობის პოლიტიკა

წესებითა და პირობებით რეგულირებადი კომპანიასა და მომხმარებელს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს კომპანია ამუშავებს, ინახავს და იცავს მის კონფიდენციალურობას წინამდებარე „პერსონალურ მონაცემთა დამუშავების, შენახვისა და კონფიდენციალურობის პოლიტიკა“-ის შესაბამისად.

წინამდებარე პოლიტიკის მიზანია, მოგაწოდოთ ინფორმაცია პერსონალური ინფორმაციის დამუშავებისას კომპანიის მუშაობის პრინციპებისა და მხარეთა სამართლებრივი დაცვის მექანიზმებთან დაკავშირებით.

რა არის პერსონალური მონაცემები?

პერსონალური მონაცემი არის ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით ან პირის მახასიათებელი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით.

რა სახის პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს და ინახავს კომპანია მომხმარებლის შესახებ?

კომპანია ამუშავებს და ინახავს მომხმარებლის ინდენტიფიკაციისათვის საჭირო პერსონალურ მონაცემებს. კერძოდ: მომხმარებლის მიერ კომპანიისთვის მიწოდებული მონაცემების ერთობლიობა (სახელი, გვარი, სახელწოდება, ტელეფონის ნომერი, იურიდიული/ფაქტობრივი მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო ნომერი);

რა არის მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშვების მიზანი?

კომპანია მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს და ინახავს შემდეგი მიზნებისათვის:

1. პირდაპირი მარკეტინგი;

2. რისკების სამართავად;

3. ფინანსური დანაშაულის გამოსავლენად, პრევენციისა და ანგარიშგების საწარმოებლად;

4. განცხადებებზე/საჩივრებზე რეაგირებისა და მოგვარების გზების მოსაძიებლად;

5. უფლებებისა და ვალდებულებების განსახორციელებლად;

6. ფულის გათეთრების, ტერორიზმის დაფინანსებისა და სხვა დანაშაულებრივი ღონისძიებების თავიდან აცილების მიზნით;

7. სხვა კანონიერი მიზნებისა თუ ამოცანებისთვის;

მომხმარებლის უფლებები მათი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით?

მომხმარებლს, როგორც მონაცემთა სუბიექტს, აქვთ უფლება იცოდნენ:

1. თუ რომელი მონაცემები მუშავდება მათ შესახებ;

2. რა არის მონაცემთა დამუშავების მიზანი;

3. მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი;

4. რა გზით შეგროვდა მონაცემები;

5. ვისზე გაიცა მათ შესახებ მონაცემები, მონაცემთა გაცემის საფუძველი და მიზანი;

აღნიშნულ კითხვებზე პასუხს მომხმარებელი მიიღებს მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 10 დღისა. მოთხოვნის წარდგენა უნდა განხორციელდეს მომხმარებელს და კომპანიას შორის გაფორმებული წესებისა და პირობების შესაბამისად.

რის საფუძველზე ხდება მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავება და გაცემა და რა ვადით?

კომპანია მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს შემდეგი საფუძვლით:

  1. თანხმობა

lese.ge-ზე რეგისტრირებული მომხმარებლისა (ასევე ნივთის ერთჯერადად შემძენი მომხმარებლის) დათქმა პერონალური მონაცემების გამოყენებაზე:

წინამდებარე თანხმობით მე, როგორც პერსონალურ მონაცემთა სუბიექტი, წინასწარ და ნებაყოფლობით უფლებამოსილებას ვანიჭებ შპს ლესე (ს/ნ 405630152) (შემდგომში – „კომპანია“) როგორც, lese.ge-ზე რეგისტრირებული მომხმარებლის (ასევე ნივთის ერთჯერადად შემძენი მომხმარებლის) პერსონალურ მონაცემთა დამმუშავებელ პირს პირდაპირი მარკეტინგის და კომპანიის და ვებ-გვერდის წესებისა და პირობებიდან გამომდინარე სხვა კანონიერი მიზნებიდან და მიზნებისთვის დაამუშავოს ჩემი პერსონალური მონაცემები. 

წინამდებარე თანხმობით მე, როგორც პერსონალურ მონაცემთა სუბიექტი, წინასწარ და ნებაყოფლობით უფლებამოსილებას ვანიჭებ შპს ლესე (ს/ნ 405630152) (შემდგომში – „კომპანია“) როგორც, lese.ge-ზე რეგისტრირებული მომხმარებლის (ნივთის ერთჯერადად შემძენი მომხმარებლის) პერსონალურ მონაცემთა დამმუშავებელ პირს გადასცეს პერსონალური მონაცემები ჩემს მიერ სავარაუდოდ დაზარალებულ მომხმარებელს/ ან/და საქართველოს ან რომელიმე სხვას ქვეყნის სახელმწიფო ორგანოს გაუგებრობის/პრობლემის წარმოშობის შემთხვევაში, რომელიც გამოწვეული იქნება ჩემი ბრალეულობითა და ვალდებულების შეუსრულებლობით ან/და არაჯეროვანი შესრულებით, იმ შემთხვევაში, თუ დაზარალებული მომხმარებელი წინამდებარე წესებითა და პირობებით დადგენილი კომუნიკაციის წესის დაცვით წარადგენს მოთხოვნას აღნიშნულის თაობაზე;

  • მონაცემთა დამუშავება საჭიროა კომპანიის მიერ, მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად;
  • მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მომხმარებლისათვის სრულყოფილი მომსახურების გასაწევად;

მომხმარებლის მიერ lese.ge-ის გამოყენებით მომხმარებელი აცხადებს თანხმობას lese.ge-ის მიერ მისი პერსონალური მონაცემებისა და მზა ჩანაწერების (Cookies) შენახვასა და დამუშავებაზე.

lese.ge სარგებლობს ლოგ ფაილების სტანდარტული პროცედურით. lese.ge იყენებს Cookies. ლოგ ფაილები და Cookies გამოიყენება იმისთვის რომ ვებგვერდმა შეინახოს ინფორმაცია მომხმარებლების ქცევის შესახებ და გააუმჯობესოს მომსახურების ხარისხი. მათი მეშვეობით გენერირდება და გროვდება შემდეგი ინფორმაცია:

  1. IP მისამართი;
  2. მოწყობილობის ტიპი;
  3. ბრაუზერი;
  4. ვებგვერდის ვიზიტის დრო, თარიღი და ხანგრძლივობა;
  5. რომელი პლატფორმიდან გადმომისამართდა მომხმარებელი lese.ge-ის ვებ-გვერდზე;
  6. ინფორმაცია lese.ge-ის ვებგვერდზე განხორციელებული ქმედებების შესახებ;

ამ ინფორმაციით არ ხდება კონკრეტული მომხმარებლის იდენტიფიცირება და წარმოადგენს ანალიტიკურ მონაცემებს.

რა არის ლოგ ფაილები და Cookies დამუშავების მიზანი?

ლოგ ფაილებისა და Cookies დამუშავების მიზანია:

  1. კომპანიამ გააანალიზოს ტრენდები;
  2. კომპანიამ მართოს ვებგვერდი, აწარმოოს სტატისტიკა;
  3. კომპანიამ თვალი ადევნოს მომხმარებელის ქმედებებს ვებ-გვერდზე გამოცდილების შექმნის მიზნით;
  4. ეფექტური მარკეტინგული აქტივობების შესამუშავებლად და განსახორციელებლად

lese.ge-ით სარგებლობისას, წესებსა და პირობებზე დათანხმებით მომხმარებელი ადასტურებს და გულისხმობს, რომ ასევე ეთანხმება cookies. თუ მომხმარებელი არ დააჭერს შესაბამის ღილაკს და შეტყობინების მიუხედავად გააგრძელებს lese.ge-ით სარგებლობას, ამგვარი ქმედება ჩაითვლება მომხმარებლის მიერ თანხმობად. Cookie-ს პარამეტრების ცვლილება შესაძლებელია ბრაუზერის პარამეტრების შეცვლით.

რა წყაროებიდან იღებს კომპანია წინამდებარე პერსონალურ მონაცემებს?

კომპანია მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს იღებს შემდეგი წყაროებიდან:

  1. მომხმარებლის მიერ რეგისტრაციის დროს სავალდებულო ველების შევსების შედეგად;
  2. მომხმარებლის მიერ lese.ge-ზე ნივთის ერთჯერადად შეძენის შემთხვევაში, ნივთის შეძენამდე სავალდებულო მონაცემების შევსების შედეგად;
  3. მომხმარებელს და კომპანიას შორის ერთმანეთის ელ.ფოსტსაზე მონაცემების ურთიერთგაცვლის/გადაცემის შედეგად;
  4. მომხმარებლის მიერ კომპანიისთვის სხვა ზეპირი ან/და წერილობითი გზით მონაცემების მიწოდების შედეგად;

ნივთის შეძენის, მიწოდებისა და დაბრუნების პოლიტიკა

წინამდებარე დანართით განსაზღვრულია წესები იმის შესახებ, თუ:

  1. ge-ზე განთავსებული ნივთების შეძენისა და მიწოდების წესი.
  2. ge-ზე შეძენილი ნივთების დაბრუნების წესი. 
  1. ge-ზე განთავსებული ნივთების შეძენისა და მიწოდების წესი.

lese.ge-ზე ნივთის შეძენა გულისხმობს lese.ge-ზე სარეალიზაციოდ განთავსებული  ნივთის განცხადებაში არსებულ ღილაკზე „შეძენა“ მომხმარებლის მიერ გადასვლას, ბარათის მონაცემების შევსებას, მომხმარებლის მიერ წესებსა და პირობებზე დათანხმებას და თანხის გადახდის დასრულებას.

მომხმარებლის მიერ ნივთის შეძენისთვის არ არის სავალდებულო lese.ge-ზე რეგისტრაცია. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გაიაროს რეგისტრაცია lese.ge-ზე და დაეთანხმოს წესებსა და პირობებს ან/და ნივთის შეძენისას რეგისტრაციის გარეშე ყოველ ჯერზე დაეთანხმოს შეძენამდე წესებსა და პირობებს და შეიძინოს ნივთი.

lese.ge-ზე მიწოდების სერვისი მოქმედებს 300 ლარამდე ღირებულების პროდუქციის შეძენის შემთხვევაში. საკურიერო მომსახურებით სარგებლობა შესაძლებელია თბილისის მასშტაბით. შეკვეთილი პროდუქცია ადგილზე მოგეწოდებათ შეკვეთის განხორციელებიდან 0-3 სამუშაო დღის განმავლობაში. საკურიერო მომსახურების საფასურია 10 ლარი.

300 ლარზე მეტი ღირებულების პროდუქციის შეძენის შემთხვევაში, მიწოდების სერვისი არ მოქმედებს. ონლაინ შეძენილი პროდუქციის გატანა შესაძლებელია ლესეს მაღაზიიდან. მისამართი: თბილისი, ბახტრიონის ქუჩა N 30.

მაღაზიიდან გატანის სერვისით სარგებლობისთვის საჭიროა შეკვეთის გაფორმების დროს მიუთითოთ რომ გსურთ შენაძენის მაღაზიიდან გატანა.

  1. Lese.ge-ზე შეძენილი ნივთების დაბრუნების წესი.
  • პროდუქტის უკან დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტის მახასიათებლები არ ემთხვევა საიტზე არსებულ აღწერას ან პროდუქტი დაზიანებული/ნაკლიანია.
  • პროდუქტის უკან დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ისარგებლეთ მიწოდების სერვისით. პროდუქციის ლესეს მაღაზიიდან გატანის შემთხვევაში, რა დროსაც მყიდველთან ერთად ხდება ნივთის დათვალიერება და დეტალური შემოწმება, პროდუქციის უკან დაბრუნება არ ხდება.
  • ნივთის დაბრუნების განხორციელება შეუძლია მხოლოდ მყიდველს.

თუმომხმარებელსვეგვერდზეწარმოდგენილთანშეუსაბამო ანდაზიანებული/ნაკლიანი ნივთის დაბრუნება სურს, იგი ვალდებულია შეუსაბამობის/ნაკლის/დაზიანების შესახებ წარადგინოს განცხადება კომპანიასთან ნივთის მისთვის მიწოდებიდან  არაუგვიანეს 24 (ოცდაოთხი) საათის განმავლობაში. თუ წინამდებარე ვადაში მომხმარებელი არ შეატყობინებს კომპანიას ნივთზე არსებული ნაკლის/დაზიანების შესახებ კომპანიას სრული უფლება აქვს უარი განაცხადოს ასეთი ნივთის დაბრუნებაზე.

ნივთის დაბრუნების პროცესის წამოსაწყებად, საჭიროა მომხმარებელმა ხსენებულ განცხადებას თან დაურთოს შეკვეთის ნომერი, გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. ასევე, ნივთის დასაბრუნებლად საჭიროა ნივთს თან ახლდეს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილი და დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში. (საგარანტიო ფურცელი, ნივთის თანხმლები სხვა დოკუმენტები, ნივთის დაუზიანებელი ყუთი, აქსესუარები და სხვა).

მომხმარებლის მიერ განცხადების კომპანიის ელ.ფოსტაზე წარდგენიდან არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღისა კომპანია შეგატყობინებთ გადაწყვეტილებას ნივთის უკან დაბრუნების შესახებ განცხადების დაკმაყოფილების ან არ დაკმაყოფილების შესახებ.

ნივთის დაბრუნების განცხადების წარდგენისას კომპანია უფლებამოსილია და მომხმარებელი ვალდებულია გადასცეს კომპანიას მოთხოვნილი დოკუმენტაცია/ფოტოსურათები/უშუალოდ ნივთი გამოსაკვლევად.

განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში მომხმარებლისათვის თანხის ანაზღაურება მოხდება გადაწყვეტილების მიღებიდან 14 (თოთხმეტი) კალენდარულ დღეში. ნივთის დაბრუნების ხარჯს ანაზღაურებს კომპანია. თანხის დაბრუნება მოხდება მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით, იმ საბარათო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით, რომლითაც განხორციელდა შესყიდვა მომხმარებლის მიერ. მომხმარებელს ჩაერიცხება ნივთის საფასური და მიწოდების სერვისში გადახდილი თანხა (ასეთის არსებობის შემთხვევაში). განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში თბილისში ნივთის დაბრუნება მოხდება 1-5 სამუშაო დღეში.

ნივთის უკან დაბრუნების წესების შესაბამისად მომხმარებლის მიერ ნივთის დაბრუნების შესახებ წარდგენილი განცხადების/მოთხოვნის განხილვის/შემოწმების დროს თუ გამოიკვეთა და დადასტურდა, რომ კომპანიის მიერ მომხმარებლისათვის ნივთის მიწოდების/ჩაბარების შემდეგ ნივთის მდგომარეობა ნებისმიერი ფორმით გაუარესდა მომხმარებლის ბრალით კომპანია უფლებამოსილია უარი განაცხადოს ნივთის დაბრუნებაზე და მომხმარებელს შეუძლია წაიღოს ნივთი კომპანია ლესეს მაღაზიიდან.