ალბათ დამეთანხმებით, რომ კეთილმოწყობილი სამზარეულო არ არსებობს სრულყოფილი დანების ნაკრების გარეშე. სამზარეულოს არაერთი სახეობის დანა არსებობს და ისინი დანიშნულების მიხედვით განსხვავდება. პროფესიონალი მზარეული ხართ თუ მოყვარული კულინარი, სამზარეულოს დანების სხვადასხვა ტიპისა და ფუნქციების გაგება დაგეხმარებათ, რომ აირჩიოთ სწორი ხელსაწყოები თქვენი კულინარიული საჭიროებებისთვის. ამ ბლოგში კი ყველაზე გავრცელებული სამზარეულოს დანებისა და მათი გამოყენების შესახებ მოგიყვებით.
პროფესიონალი მზარეულის დანა
პროფესიონალი მზარეულისთვის დანა სამზარეულოს ყველაზე მნიშვნელოვანი ატრიბუტია. მისი ფართო, ბასრი პირი, როგორც წესი 20-დან 25 სმ-მდეა, რაც საშუალებას იძლევა ადვილად გაუმკლავდეს სხვადასხვა სახის ამოცანებს. მზარეულის დანა მრავალფუნქციურია და ბოსტნეულის, ხილის და სხვა ინგრედიენტების დასაჭრელად დამოიყენება. თუ დამწყები მზარეული ხართ, რომელიც ახლა დგამს სამზარეულოში პირველ ნაბიჯებს, გირჩევთ, რომ შეიძინოთ მაღალი ხარისხის დანები, რადგან ამ ხელსაწყოებს ყველაზე ხშირად გამოიყენებთ.
ლესეზე სამზარეულოს დანების მრავალფეროვანი არჩევანია. ჩვენთან მხოლოდ ორიგინალი დანები იყიდება, რაც იმას ნიშნავს, რომ თამამად შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენი კულინარიული მოგზაურობისთვის საჭირო ყველაზე მნიშვნელოვანი ატრიბუტები.
საფრცქვნელი დანა
საფრცქვენლი დანა პატარა, ჩვეულებრივ, 7.5-დან 10 სმ-მდე იარაღია. მისი კომპაქტური ზომა და ბასრი პირი საშუალებას იძლევა იდეალურად გაუმკლავდეს დაკისრებულ დავალებას, რომელიც სიზუტეს მოითხოვს. იგი ბოსტნეულისა და ხილის გასაფრცქვნელად გამოიყენება, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი გამოყენება ხშირად მოგიწევთ, ამიტომ შეარჩიეთ კომფორტული სახლურით.
პურის საჭრელი დანა
პურის საჭრელ დანებს გრძელი, დაკბილული პირი აქვთ და, როგორც წესი, მათი სიგრძე 20-დან 25 სმ-მდეა. იგი შექმნილია სხვადასხვა სახეობის პურ-ფუნთუშეულის იდეალურად დასაჭრელად. თუ გინდათ, რომ პურის საჭრელი დანა მალე არ დაბლაგვდეს, გირჩევთ, მხოლოდ დანიშნულებისამებრ გამოიყენოთ.
სანტოკუს დანა
სანტოკუს დანა სამზარეულოს დანებს შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოდელია. ეს იაპონური ხელსაწყო შექმნილია იმისთავის, რომ სამზარეულოში გატარებული დრო მარტივი და კომფორტული გახადოს. სანტოკუს დანა 12-დან 18 სანტიმეტრამდეა და მას მარდივად ამოიცნობთ მომრგვალებული, მოკლე, განიერი პირით. იგი შექმნილია ბოსტენულის, თევზისა და სხვადასხვა სახეობის ხორცის დასაჭრელად.
ხორცის საჭრელი დანა
რაც შეეხება ხორცის საჭრელ დანას, აქ რამდენიმე სახეობას შეხვდებით. ხორცის დასამუშავებლად, რაც რბილობისგან ძვლებისა და კანის მოშორებას გულისხმობს, სპეციალური დანა დაგჭირდებათ, რომელსაც თხელი, მოქნილი პირი აქვს. ძვლების დასაჭრელად კიდევ უფრო ძლიერი დანა გამოგადებათ და თუ გინდათ, რომ თქვენ მიერ მომზადებული კერძი იდელურად მიიტანოთ სუფრაზე, გირჩევთ, შეიძინოთ მოხარშული და შემწვარი ხორცის დასაჭრელი დანა, რომელიც სპეციალურად ამ დანიშნულებისთვის შეიქმნა.
ხორცის საჭრელი დანების ჩამონათვალი ვრცელია და გარდა ჩვენ მიერ განხილულისა, კიდევ შეხვდებით დანებს, რომლებიც თევზის დასამუშავებლად ან ფილეს დასაჭრელად გამოიყენება. დაათვალიერეთ სამზრეულოს დანები ჩვენთან და შეარჩიეთ ის, რომელიც თქვენსა საჭიროებებს ერგება.
შეჯამება
სამზარეულოს დანები შექმნილია იმისათვის, რომ საკვების მომზადების პროცესი უფრო მარტივი და სასიამოვნო გახადოს. მათი სახეობებისა და სპეციფიკური ფუნქციების გაგებით კი შეგიძლიათ თქვენი სამზარეულო სწორედ იმ ხელსაწყოებით აღჭურვოთ, რომელიც გჭირდებათ. დანების კარგ კომპლექტში ინვესტიცია კი თქვენი კულინარიული გამოცდილების გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.