ნებისმიერი კულინარი, მოყვარული თუ პროფესიონალი, გეტყვით, რომ სამზარეულოში საქმიანობა შესაბამისი დანის გარეშე წარმოუდგენელია. ეს იგივეა, ბრძოლის ველზე უიარაღოდ გახვიდე. გამოცდილი მზარეულიც კი კარგი დანის გარეშე ხელებშეკრული აღმოჩნდება. იმისთვის, რომ თქვენს ფანტაზიას გასაქანი მისცეთ და სამზარეულოში ცეცხლი დაანთოთ, ყველა საჭირო ატრიბუტი ხელთ უნდა გქონდეთ. მჭრელი სამზარეულოს დანები ამ სიის სათავეშია. მათი დახმარებით ნებისმიერი პროდუქტის დამუშავებას სწრაფად და მარტივად შეძლებთ. იქნება ეს ხორცი, ბოსტნეული თუ სხვა. რა კრიტერიუმებით უნდა იხელმძღვანელო სამზარეულოს დანის არჩევისას? თუ ამ კითხვაზე პასუხი გაინტერესებთ, სწორ ადგილას მოხვდით. დღევანდელ ბლოგში ვისაუბრებთ ყველა საჭირო დეტალზე, რომელიც დანის შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ.
სამზარეულოს დანების ტიპები
თუ სამზარეულოს საჭირო ატრიბუტებით აღჭურვას გეგმავთ, აუცილებელი ნივთების ჩამონათვალში დანებიც უნდა გაითვალისწინოთ. სხვაგვარად ყოველდღიური საქმიანობა გაგირთულდებათ. სანამ დანებს შეიძენდეთ, უნდა გახსოვდეთ, რომ არსებობს სამზარეულოს დანების სხვადასხვა ტიპი. ისინი ერთმანეთისგან ზომით, ფორმითა და, რაც მთავარია, დანიშნულებით განსხვავდება. იმისთვის, რომ სამზარეულოში ნებისმიერ გამოწვევას წარმატებით გაართვათ თავი, თქვენს კარადაში აუცილებლად უნდა მოიძებნებოდეს, როგორც მცირე ზომის, ისე დიდი, შეფ-მზარეულის დანები. მცირე ზომის დანა, როგორც წესი, ბოსტნეულის საჭრელად გამოიყენება. მაშინ როცა, ხორცის, თევზისა და ყველის დასაჭრელად უფრო დიდი ზომის დანაა მოსახერხებელი. ცალკე კატეგორიას უნდა მივაკუთვნოთ პურის საჭრელი დანებიც, რომლებსაც სპეციალური მახასიათებლები გამოარჩევს. კარგი კულინარის სამზარეულოში ზემოთ ჩამოთვლილთაგან ნებისმიერი ტიპის სამზარეულოს დანა უნდა მოიძებნებოდეს.
რა ფაქტორები უნდა გავითვალისწინოთ სამზარეულოს დანის არჩევისას
იმისთვის, რომ თქვენზე მორგებული იარაღი იპოვოთ, რომელიც სამზარეულოში თქვენს საუკეთესო მოკავშირედ იქცევა, რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალის გათვალისწინება მოგიწევთ. მოდით, გადავხედოთ იმ ძირითად ფაქტორებს, რომლებსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ სამზარეულოს დანის შეძენამდე.
პირველი, რასაც სამზარეულოს დანის შერჩევისას უნდა დააკვირდეთ, არის, რა მასალისგანაა დამზადებული იარაღი. ეს შეიძლება იყოს უჟანგავი ფოლადი ან კერამიკა. ცხადია, ეს უკანასკნელი გავლენას ახდენს დანის ფუნქციაზეც. ამიტომ, სასურველია, წინასწარ გადაწყვიტოთ, რომელი მათგანი გჭირდებათ. დანის პირის გარდა, ტარის შემოწმებაც არ უნდა დაგავიწყდეთ. გაარკვიეთ, რა მასალისგანაა დამზადებული და რამდენად ხარისხიანია. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი არის წონა. ეს განსაზღვრავს, რამდენად მოსახერხებელია თქვენთვის იარაღი. როცა დანას ხელში აიღებთ, ისეთი შეგრძნება უნდა დაგიტოვოთ, რომ ის სწორედ თქვენთვის არის შექმნილი.
როგორ შევაფასოთ დანის ხარისხი
ცხადია, ყველას გვინდა, რომ პროდუქტი, რომელსაც შევიძენთ ხარისხიანი იყოს. ლესე სხვადასხვა წამყვანი ბრენდების კოლექციას გთავაზობთ, სადაც აუცილებლად იპოვით თქვენს გემოვნებაზე მორგებულ ალტერნატივას. ბრენდის რეპუტაცია არის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი, რომლითაც ხარისხის შეფასებისას უნდა იხელმძღვანელოთ. ცნობილმა მწარმოებლებმა სახელი თავისი გამოცდილებითა და კრეატიულობით გაითქვეს. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ მათ მეტად ენდოთ. ასევე, კარგი იქნება, თუ გაეცნობით დანის დამზადების ისტორიასაც. ეს თქვენს იარაღთან კიდევ უფრო დაგაახლოებთ, რაც საქმეში გამოგადგებათ.
როგორ მოვუფრთხილდეთ სამზარეულოს დანას
პირველი, რაც სამზარეულოს დანების შენახვასთან დაკავშირებით უნდა გაითვალისწინოთ, მათი უსაფრთხო ადგილას მოთავსებაა. განსაკუთრებით, მაშინ, თუ ოჯახში მცირეწლოვანი ბავშვი გყავთ. უსაფრთხოების ზომების დაცვა სავალალო ინციდენტებს აგარიდებთ თავიდან. რაც შეეხება თავად იარაღის მოფრთხილებას, აუცილებელია სამზარეულოს დანების რეგულარული ლესვა და წმენდა. სათანადო მოპყრობის შემთხვევაში, თქვენი იარაღები სიბასრეს არ დაკარგავენ და ერთგულად გემსახურებიან.
შეჯამება
ლესე სამზარეულოს დანების ფართო არჩევანს გთავაზობთ. ჩვენთან ყველანაირი ტიპის პროდუქტს შეხვდებით. გვაქვს სხვადასხვა ფერის, მასალის, დიზაინისა და ბრენდის დანები, როგორც ფიქსირებული, ისე დასაკეცი. იმედი გვაქვს, ჩვენი რჩევები სამზარეულოს დანის სწორად არჩევაში დაგეხმარებათ, რომელიც უგემრიელესი კერძების მომზადების მთავარ იარაღად იქცევა.