თუ კულინარია თქვენი ჰობია, ალბათ, სამზარეულოს აქსესუარების შეგროვებითაც ხართ დაკავებული. რომელი გურმანის სამზარეულოში არ წავაწყდებით სპეციალურად შერჩეული დანების ნაკრებს? მათ გარეშე პროდუქტების დამუშავება და მადის აღმძვრელი კერძების მომზადება უბრალოდ წარმოუდგენელია. თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების უსაფრთხოებისთვის, მნიშვნელოვანია, ბასრი იარაღები დაცულ ადგილას გქონდეთ შენახული. წინა ბლოგში ჩვენ ვისაუბრეთ – როგორ უნდა მოვუაროთ სამზარეულოს დანებს. დღეს კი მათ სწორად შენახვის პირობებს გასწავლით.
უსაფრთხოების წესები
პირველი, რაც სამზარეულოს დანების შენახვისას უნდა გაითვალისწინოთ, უსაფრთხოების ზომების დაცვაა. თუ ოჯახში არასრულწლოვანებიც ცხოვრობენ, დარწმუნდით, რომ იარაღები მათგან მოშორებით, ბავშვისთვის მიუწვდომელ ადგილას გაქვთ მოთავსებული. დანასთან დაუდევრობა სახიფათოა და ცუდ შემთხვევაში, ფატალური შედეგებითაც კი შეიძლება დასრულდეს. ამიტომ, განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ. უსიამოვნო ინციდენტების თავიდან ასარიდებლად ყოველთვის გადაამოწმეთ, რომ ატრიბუტების გამოყენების შემდეგ მათ თავისივე სათავსოებში აბრუნებთ.
დანების შესანახი აქსესუარები
მაქსიმალური უსაფრთხოებისთვის, სასურველია, თქვენი დანებისთვის შესაბამისი აქსესუარები შეიძინოთ. დღეს საკმაოდ გავრცელებულია სპეციალური ჩანთები და დამცავი ქეისები. მათი გამოყენება პრაქტიკული და კომფორტულია. სამზარეულოში არც ისე იშვიათია ისეთი ინციდენტები, როცა სიჩქარეში, შემთხვევით ხელს იჭრი. ამ ტიპის აქსესუარების გამოყენება მსგავსი შემთხვევებისგან დაგაზღვევთ. მაღალი ხარისხის, უსაფრთხო აქსესუარები ლესეზე შეგიძლიათ შეიძინოთ.
რატომ უნდა გაწმინდოთ იარაღები კარგად სანამ შეინახავთ
იმისთვის, რომ იარაღები არ დაჟანგდეს ან დაბლაგვდეს, საჭიროა მათი რეგულარული და საფუძვლიანი წმენდა. ყოველი გამოყენების შემდეგ, სანამ დანებს სათავსოში დააბრუნებთ, კარგად გაამშრალეთ რბილი ტილოთი და დარწმუნდით, რომ ზედაპირზე წყლის წვეთები არ არის დარჩენილი. თქვენივე კომფორტისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური ორგანაიზერებიც, რომლებიც იარაღებს ერთმანეთთან ხახუნისგან დაიცავს და ზედაპირი ნაკლებად გაცვდება. შეარჩიეთ წამყვანი ბრენდების სამზარეულოს დანები ლესეზე. უჟანგავი მეტალის წყალობით ისინი მარტივად მოსავლელია და წლების განმავლობაში ერთგულად გემსახურებათ.
როგორ უნდა შევარჩიოთ დანის სათავსოები
უსაფრთხოების ზომების დაცვასთან ერთად არც პირადი კომფორტი უნდა დაგვავიწყდეს. მნიშვნელოვანია, სამზარეულოში ტრიალისას დანები ყოველთვის ახლოს, ხელმისაწვდომ ადგილას გქონდეთ. მოერიდეთ სათავსოების ნოტიო ადგილას განთავსებას. ეცადეთ, იარაღები ნეიტრალურ ტემპერატურაზე შეინახოთ. არ არის სასურველი მათი მზეზე დატოვება. სიცხე განსაკუთრებით უარყოფითად მოქმედებს ხის ტარიან დანებზე. სამზარეულოს დანების შესანახად იდეალური გარემო, მშრალი, გრილი ადგილია.
შეჯამება
სამზარეულოს დანები ჩვენს ყოველდღიურობაში საკმაოდ დიდ როლს ასრულებს. ჩვენი უსაფრთხოებისთვის აუცილებელია მათთვის სწორი სათავსოს შერჩევა. კარგი იქნება, თუ იარაღებს ნეიტრალურ ტემპერატურაზე, მშრალ ადგილას შეინახავთ. იმ შემთხვევაში, თუ ოჯახში ბავშვებიც ცხოვრობენ, დარწმუნდით, რომ დანები მათგან მოშორებით, უსაფრთხო ადგილას გაქვთ მოთავსებული. დამატებითი უსაფრთხოების ზომების მისაღებად სპეციალური აქსესუარები შეგიძლიათ გამოიყენოთ. ამ მარტივი რჩევების გათვალისწინების შემთხვევაში ყოველგვარ უსიამოვნებას თავიდან აირიდებთ.