სამზარეულოს დანა აუცილებელი ინსტრუმენტია ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც დროის გარკვეულ მონაკვეთს სამზარეულოში ატარებს. კარგი დანა საჭმლის მომზადებას უფრო მარტივს, უსაფრთხოსა და სასიამოვნოს ხდის. თუმცა, იმისათვის რომ თქვენი დანა დიდხანს გემსახუროთ, აუცილებელია მასზე სათანადოდ იზრუნოთ. თუ რას გულისხმობს ეს ყოველივე, ამას ამ ბლოგში გაგიზიარებთ.
გალესვა
დანის მოვლაზე საუბარი მისი გალესვით უნდა დავიწყოთ. ბასრი დანა არა მხოლოდ აადვილებს ინგრედიენტების დაჭრას, არამედ პროცესს უფრო უსაფრთხოს ხდის, რადგან ზედმეტი ძალის გამოყენებას არ საჭიროებს. გალესეთ დანა კვირაში ერთხელ, ან თვეში რამდენჯერმე, იმის მიხედვით თუ რამდენად ხშირად იყენებთ მას. გამოიყენეთ ხარისხიანი სალესი, რათა თქვენს დანას უსწორმასწორო ზედაპირი მარტივად გაუსწოროთ. უფრო უკეთესი შედეგისთვის კი შეგიძლიათ მიაკითხოთ პროფესიონალს.
გაწმენდა
დანაზე ზრუნვის მეორე ეტაპი სათანადო გაწმენდაა. უმჯობესია, დანა ხელით გარეცხოთ და არა ჭურჭლის სარეცხი მანქანით, რათა თავიდან აიცილოთ კოროზია. ასევე, გირჩევთ, რომ დანა დიდხანს არ დააყოვნოთ ჭურჭლის ნიჟარაში. გარეცხვისას გამოიყენეთ რბილი სარეცხი ღრუბელი, შემდეგ კი გაამშრალეთ, როგორც პირი, ასევე სახელური, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ იგი ხისგან ან ტენიანობისადმი მგრძნობიარე სხვა მასალისგანაა დამზადებული.
შენახვა
იმისათვის რომ დანის ზედაპირი არ დაზიანდეს, მნიშვნელოვანია დაიცვათ შენახვის წესებიც. ეცადეთ რომ დანები სამზარეულოს სხვა ინსტრუმენტებისგან მოშორებით შეინახოთ. დანის ზედაპირი ხახუნის შედეგად მარტივად ბლაგვდება, ამიტომ კარგი იქნება თუ მათთვის ცალკე ადგილს გამოყოფთ, ხოლო იმ შემთხვევაში თუ დანის წაღებას სამზარეულოს გარეთ გეგმავთ, გამოიყენეთ სპეციალური ჩასადები.
გამოყენება
როდესაც დანების მოვლაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა შევეხოთ საჭრელ დაფასაც. ყოველთვის გამოიყენეთ ხის ან პლასტმასის დაფა და თავი აარიდეთ მინის, გრანიტისა და მარმარილოს ზედაპირებზე საკვების დაჭრას. გამოიყენეთ დანა დანიშნულებისამებრ და მოერიდეთ ზედმეტად მყარი, მაგალითად, გაყინული საკვების დაჭრას თუ ის არ არის განკუთვნილი ასეთი მოხმარებისთვის.
სახელურის მოვლა
დანის სახელურზე ზრუნვა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ზედაპირზე. თუ ხის ტარიანი დანები გაქვთ, დაზეთეთ რეგულარულად საკვები ზეთით და, როგორც უკვე ვახსენეთ, გარეცხვისას დროულად გაამშრალეთ. რაც შეეხება პლასტმასის სახელურიან დანებს, მოარიდეთ სიცხესა და ცხელ წყალს.
შეჯამება
პროფესიონალი მზარეული ხართ თუ მოყვარული კულინარი, გეცოდინებათ, რომ სამზარეულოს ყველაზე მნიშვნელოვანი ატრიბუტი დანაა. სწორედ ამიტომ, ლესე სამზარეულოს დანების მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ. ჩვენთან შესაძლებელია წამყვანი იაპონური ბრენდის, Seki Kanetsugu-ს სამზარეულოს დანების შეძენა, რომლებიც გამძლეობითა და დახვეწილი დიზაინით გამოირჩევა. მათი მოვლის წესები კი უკვე გაგიზიარეთ. გაითვალისწინეთ ზემოთ ჩამოთვლილი რჩევები და დარწმუნებული იყავით, რომ თქვენი საყვარელი დანები წლების განმავლობაში ერთგულად გემსახურებათ და სამზარეულოში გატარებულ დროს კიდევ უფრო სასიამოვნოსა და უსაფრთხოს გახდის.