knives

რა კრიტერიუმებით არჩევს ლესე დანების ბრენდებს?

ლესე საქართველოში პირველი პლატფორმაა, რომელიც საერთაშორისო, ბრენდული დანების ფართო ასორტიმენტს, სხვადასხვა კომპანიის დილერებს საქართველოში, ქართველ ოსტატებსა და მათ ნამუშევრებს აერთიანებს. ჩვენთან მხოლოდ ორიგინალი დანები იყიდება. რა კრიტერიუმებით არჩევს ლესე დანების ბრენდებს, რათა თქვენამდე ხარისხიანი და გამძლე პროდუქტი მოიტანოს? დღევანდელ ბლოგში სწორედ ამ კითხვას გავცემთ პასუხს. 

ბრენდის სახელი და რეპუტაცია

ლესე ინდუსტრიის წამყვანი ბრენდების დანების კოლექციას გთავაზობთ. როცა საქმე სანდოობაზე მიდგება, ამ კუთხით სახელს საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს. პროდუქტი მაშინ ხდება პოპულარული, როცა მას წინ უძღვის წლების გამოცდილება და მომხმარებლის მხრიდან პოზიტიური შეფასებები. ამიტომ ბრენდების შერჩევისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი სწორედ რეპუტაციაა. ჩვენ ვცდილობთ ქართველი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ ის პროდუქცია, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით არის აღიარებული. ლესეს კოლექციაში შეხვდებით ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: Spyderco; BESTECH; Civivi; Browning; Artisan Cutlery; Chaves USA; Cold Steel; Microtech და ა.შ. ვრცლად ლესეს კოლექციაში შემოთავაზებულ ბრენდებზე ჩვენს წინა ბლოგში შეგიძლიათ წაიკითხოთ. 

რამდენად ხარისხიანია ბრენდის პროდუქციაში გამოყენებული მასალა

ლესე ცდილობს შემოიტანოს უმაღლესი ხარისხის დანები საქართველოში. ჩვენთვის მთავარი პირობაა, მასალა რომელსაც ჩვენ მიერ შემოთავაზებული ბრენდები პროდუქციის დასამზადებლად იყენებენ, გამძლე და მოქნილი იყოს. ჩვენთან შეხვდებით უჟანგავ, ნახშირბადოვანი ფოლადის, იგივე ნაწრთობი ფოლადის დანებს. ეს გვაძლევს გარანტიას, რომ იარაღები მარტივად მოსავლელი, გამძლე, ხარისხიანი და მოსახერხებელი იყოს. 

ტექნიკა და იარაღის დამზადების ხელოვნება

გამოყენებულ მასალასთან ერთად ასევე ყურადღება ექცევა იარაღის დამზადების ტექნიკას. ის, თუ რა მეთოდით არის დანა ნაჭედი, განსაზღვრავს ხარისხს, გამძლეობას, სიმყარესა და სხვა ფუნქციურ მახასიათებლებს. ისტორიულად, სხვადასხვა ქვეყანაში იარაღის დამზადების განსხვავებულ ტრადიციებს ვხვდებით. დღევანდელ დღეს ამ პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. ზოგიერთი ბრენდი კვლავ იყენებს ტრადიციულ გზებს, ზოგი უახლესი ტექნიკის გამოყენებით ინოვაციურ პროდუქტს ქმნის. მრავალფეროვანი პროდუქციის შეთავაზება მომხმარებელს საშუალებას აძლევს აირჩიოს დანა, რომელიც მის საჭიროებებს შეესაბამება.

გამორჩეული დიზაინი

ფუნქციური მახასიათებლების გარდა, არანაკლებ ყურადღება ექცევა ვიზუალურ მხარესაც. ლესეს კოლექციაში გამორჩეული დიზაინის ნიმუშებს შეხვდებით, რაც განსაკუთრებით საინტერესო შეიძლება იყოს კოლექციონერებისთვის, რომლებიც იშვიათ მოდელებს აგროვებენ. ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ფერის, ზომის, ფორმის იარაღები. ხელმისაწვდომია როგორც ფიქსირებული, ისე დასაკეცი დანები. სურვილის შემთხვევაში, იარაღის პოვნა საყვარელი ფერის მიხედვითაც შეგიძლიათ. 

ინოვაციური მიდგომები

დღესდღეობით ბრენდები ცდილობენ მეტად კრეატიულები იყვნენ და ინოვაციურობის კუთხით გაუწიონ ერთმანეთს კონკურენცია. ასე იქმნება უფრო საინტერესო და მრავალფუნქციური პროდუქტი, რომელიც თანამედროვე მომხმარებლის მოთხოვნებს ითვალისწინებს. მაგალითად, ზოგიერთი მწარმოებელი იყენებს კრიოგენურ დამუშავებას (Cryogenic Treatment), რომლის შედეგადაც დანა იძენს განსაკუთრებულ სიმტკიცესა და გამძლეობას. ლესე ცდილობს სწორედ იმ ბრენდებს მიანიჭოს უპირატესობა, რომელიც ქართულ ბაზარზე ინოვაციური იქნება. 

ბრენდები, რომლებიც პროფესიულ იარაღებს გვთავაზობენ

მრავალფუნქციური და ყოველდღიური გამოყენების იარაღების გარდა, ლესე ცდილობს მომხმარებელს პროფესიული საჭიროების ხელსაწყოებიც მიაწოდოს. ამიტომ, გთავაზობთ ბრენდებს, რომლებიც კონკრეტული სპეციალობის ადამიანების ინტერესებს ითვალისწინებენ. მაგალითად, ლესეს სამზარეულოს დანების კატეგორიაში ნებისმიერი დამწყები და მოყვარული კულინარი იპოვის შეფ-მზარეულისთვის განკუთვნილ საჭირო იარაღებს. 

მომხმარებელზე მორგებული ფასები

ლესეს კოლექცია განკუთვნილია ყველა ტიპის მომხმარებლისთვის, რაც მათ საშუალებას აძლევს, აირჩიონ დანა როგორც ბიუჯეტური, ისე პრემიუმ კატეგორიის ფარგლებში. ჩვენს ასორტიმენტში წარმოდგენილია მარტივად ხელმისაწვდომი და უმაღლესი ხარისხის ძვირადღირებული დანები. ბრენდების შერჩევისას ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელს მრავალფეროვანი არჩევანი შევთავაზოთ, რომელიც მათ მოთხოვნებსა და ფინანსურ შესაძლებლობებს შეესაბამება.

შეჯამება

ლესე ცდილობს ქართველ მომხმარებელს მრავალფეროვანი, ინოვაციური და საინტერესო პროდუქცია შესთავაზოს. ამიტომ, ბრენდების შეფასებისას უპირატესობას ვანიჭებთ იმ კომპანიებს, რომლებიც მაღალი ხარისხით, კრეატიულობითა და სანდოობით გამოირჩევა. ყველა ეს ფაქტორი, რომლითაც შერჩევისას ვხელმძღვანელობთ, ორიგინალური, გამძლე და მოსახერხებელი იარაღების მიწოდებას უზრუნველყოფს. 

გაზიარება
კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

აღმოაჩინეთ დანები ლესეზე
საყიდლები
ავტორიზაცია

არ გაქვთ ანგარიში?

საიტი იყენებს cookie ფაილებს.