დანა

დანების ლესვის განსხვავებული მეთოდები

დროთა განმავლობაში, სისტემატურ ხმარებასთან ერთად ნებისმიერი დანა ბლაგვდება. ამიტომ, საჭიროა მათი რეგულარული გალესვა. არსებობს ლესვის სხვადასხვა მეთოდი. დანების ტიპის, დანიშნულებისა და მათ დასამზადებლად გამოყენებული მასალის მიხედვით, განსხვავებული ტექნიკა შეირჩევა. იარაღებთან სწორი მოპყრობა აუცილებელია, რათა არ დაზიანდნენ და გაცვდნენ. ლესვის სწორად შერჩეული მეთოდიც დანებზე ზრუნვის ნაწილია. ამიტომ, დღევანდელ ბლოგს სწორედ ამ მნიშვნელოვან თემას დავუთმობთ. 

ლესვის მეთოდები

ლესე თავის ერთგულ მომხმარებელს დანების ლესვის მრავალფეროვან სერვისს სთავაზობს. ხელით ლესვით დაწყებული, გრაინდერით ლესვით დამთავრებული, ჩვენ თქვენს საჭიროებებზე მორგებულ პრაქტიკას შეგირჩევთ. თქვენი დანები უმაღლესი ხარისხის თანამედროვე ტექნოლოგიებით დამუშავდება და ახალივით მდგომარეობაში ჩაგბარდებათ. იმისთვის, რომ უკეთ გაეცნოთ ლესვის ტექნიკებს და ინფორმირებული არჩევანი გააკეთოთ, თითოეულ მეთოდს მიმოვიხილავთ. 

ხელით ლესვა Apex-ის ტიპის სალესი მოწყობილობით

ლესვის ეს მეთოდი ძირითადად ძვირადღირებული და საკოლექციო დანების შემთხვევაში გამოიყენება, თუმცა მისი დახმარებით ნებისმიერი ტიპის დანის გალესვაა შესაძლებელი. მათ შორის, სანადირო, სალაშქრო, სამზარეულოს დანების. დღესდღეობით არსებულ ტექნიკებს შორის Apex-ის ტიპის სალესი მოწყობილობა საუკეთესოდ მიიჩნევა. მისი მართვადი სისტემა შესაძლებლობას იძლევა კუთხე ზუსტად შეარჩიო და ზედაპირი პედანტური სიზუსტით გაასწორო. სხვა მეთოდებთან შედარებით, ხელით ლესვა ყველაზე დახვეწილი, თუმცა ამავდროულად ძვირადღირებული სერვისია. 

ქარხნული მეთოდით ლესვა

ჩვენ ვიყენებთ უახლეს შვედურ დანადგარებს, რომლის შემთხვევაშიც არ ხდება ფოლადის გათბობა და მისი თვისებების ცვლილება. ეს მეთოდი აპრობირებულია სხვადასხვა ტიპის იარაღისთვის. არ ილესება მხოლოდ დანის სერეიტორი (ხერხი) და კერამიკული დანები. 

გრაინდერით ლესვა

ლესვის ყველაზე ეკონომიური მეთოდია გრაინდერის გამოყენებით ლესვა. ეს ტექნიკა ძირითადად ბიუჯეტური დანებისთვის გამოიყენება. საკოლექციო დანების შემთხვევაში, აჯობებს უფრო დახვეწილ მეთოდს მიმართოთ. ამ შემთხვევაში,  ლესვის ფასი დამოკიდებულია დანის ზომასა და მდგომარეობაზე.

ღირებულების განსაზღვრა

როგორც წესი, სერვისის ზუსტი ფასის განსაზღვრა მხოლოდ სახელოსნოში დანის დათვალიერების შემდეგ არის შესაძლებელი. ეს დამოკიდებულია დანის მდგომარეობაზე, ზომაზე, გეომეტრიაზე, მასალასა და სხვა მახასიათებლებზე. თუმცა, როგორც უკვე ვახსენეთ, ყველაზე ძვირადღირებული ტექნიკა Apex-ის ტიპის სალესი მოწყობილობით ხელით ლესვაა. ამ სერვისის ღირებულება 30 ლარიდან იწყება. ქარხნული მეთოდის ფასი 10-დან 20 ლარამდე მერყეობს. რაც შეეხება გრაინდერით ლესვას, მისი ღირებულება 2-დან 10 ლარამდეა. სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ, შეგიძლიათ, ეს ფაქტორიც გაითვალისწინოთ. 

ლესეს სპეციალური შეთავაზებები

თუ კვების ობიექტი გაქვთ და სამზარეულოს დანების გალესვა გჭირდებათ, სალაშქრო და სანადირო იარაღებს აქირავებთ და მათი პირები დაბლაგვდა, სალონისთვის მაკრატლების, მკვნეტარების, თმის საჭრელი და გრუმინგის მანქანების გალესვა გჭირდებათ, ან ნებისმიერ მსგავს სიტუაციაში, ლესე სპეციალურ პირობებსა და კორპორაციულ ფასებს გთავაზობთ. ჩვენ უკვე ვთანამშრომლობთ ისეთ წარმატებულ კომპანიებთან, როგორებიცაა – GASTRONOME-ი, კაკლები, ლეილა, შოთი, PHO, წერტი და ა.შ. 

შეჯამება

იმისთვის, რომ თქვენი იარაღები არ დაბლაგვდეს, საჭიროა მათზე სათანადოდ ზრუნვა. პერიოდული გალესვა ამ პროცედურების უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ლესე ცნობილია დანების ყველაზე დიდი არჩევანით, თუმცა ჩვენ თქვენს საყვარელ იარაღებზე მოვლის სერვისებსაც გთავაზობთ. არსებობს ლესვის სხვადასხვანაირი ტექნიკა. შესაბამისი მეთოდის შესარჩევად უნდა გაითვალისწინოთ დანის ტიპი, დანიშნულება, ზომა, მასალა, რომელიც მის დასამზადებლად არის გამოყენებული. თუ ამ საქმეს პროფესიონალებს მიანდობთ, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ იარაღები ახალივით მდგომარეობაში დაგიბრუნდებათ.

გაზიარება
კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

აღმოაჩინეთ დანები ლესეზე
საყიდლები
ავტორიზაცია

არ გაქვთ ანგარიში?

საიტი იყენებს cookie ფაილებს.