ლესე - დავუბრუნოთ დანას თავისი ისტორიული ღირებულება ქართულ კულტურასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში

ლესეს ისტორია

დანების ინდუსტრიამ დიდი ევოლუცია განიცადა მეოცე საუკუნეში. მაღალი ტექნოლოგიებით შექმნილმა ინსტრუმენტებმა მოითხოვა ასევე შესაბამისი ტექნოლოგიებით აღჭურვილი სალესი სახელოსნოები.

ლესეს შექმნის ისტორია 2020 წელს დიდი ხნის ჩანაფიქრის განხორციელებით იწყება. სახელოსნომ ფუნქციონირება სრული „ლოქდაუნის“ დროს დაიწყო და დაარსების დღიდან უამრავი ადამიანის გული მოიგო.

ამ დრომდე მისი ძირითადი საქმიანობა დანების გალესვა იყო.

2022 წელს კომპანია გახდა „აწარმოე საქართველოს“ საგრანტო პროგრამის წევრი.

2022 წლის დეკემბრიდან სახელოსნო საქმიანობის გარდა, ლესე წარმოადგენს საქართველოში პირველ პლათფორმას, რომელიც აერთიანებს საერთაშორისო, ბრენდული დანების ფართო ასორტიმენტს, სხვადასხვა კომპანიის დილერებს საქართველოში, ქართველ ოსტატებსა და მათ ნამუშევრებს.

ლესე აგრძელებს განვითარებას და მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზებას.

იპოვე ლესე

სად მდებარეობს ლესე?

ლესეს მისამართია ქალაქი თბილისი, ბახტრიონის ქუჩა N30. იხილეთ რუკა ან დაკლიკეთ აქ მიმართულებისთვის

რომელ დღეებში მუშაობს ლესე?

ლესე მუშაობს ყოველდღე კვირის გარდა.

სამუშაო საათები:
ორშ-პარ: 10:00 - 18:00
შაბათი: 10:00 - 16:00

კვირა: დაკეტილია

LESE ლესე
30 ბახტრიონის ქუჩა, თბილისი

მიმართულებები